Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა ძირითად აქცენტს თბილისსა და ბათუმს შორის წარმოქმნილ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა ძირითად აქცენტს თბილისსა და ბათუმს შორის წარმოქმნილ კონფლიქტზე აკეთებს. თუმცა უყურადღებოდ არც 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი

ვითარების გაანალიზებას ტოვებს. გესაუბრებით ორიოდე პუბლიკაციის შესახებ.

პირველი აპრილის გაზეთ "როსიისკიე ვესტის" თქმით, "2004 წლის 28 მარტი ათვლის ახალ წერტილად იქცა საქართველოს სახელწმიფოს უახლეს ისტორიაში". გაზეთი წერს:

"საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის 28 მარტის არჩევნები "ჭეშმარიტების მომენტად" უნდა იქცეს. საქმე ის კი არ არის, რომ ათობით უცხოელი დამკვირვებელი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საარჩევნო პროცესს. მთავარი ის გახლდათ, რომ არ მომხდარიყო შევარდნაძის ეპოქის დაბრუნება, ანუ მოქალაქეები არჩევანის თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფილიყვნენ."

არჩევნების შედეგების გაანალიზების შემდეგ გაზეთი გამოთქვამს ერთგვარ შეშფოთებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას, შესაძლოა, ერთგვარი პრობლემებიც შეექმნას.
"როსიისკიე ვესტის" თქმით,

"იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის რეფორმები მეტისმეტად ნელა გატარდება, ცხოვრება კი უკეთესობისკენ არ შეიცვლება, არ არის გამორიცხული, საქართველოს ამომრჩევლებმა უარი თქვან პრეზიდენტისთვის გამოცხადებული ნდობის კრედიტზე. ამიტომ ახლა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებენ სააკაშვილი და მისი გუნდი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვება გამარჯვებად რჩება."

2 აპრილის "როდნაია გაზეტას" წერილში, რომელიც თბილისისა და ბათუმის კონფლიქტს უკავშირდება, აშკარად იკვეთება ანტიამერიკული და ანტიქართული ტენდენციები. მაგალითად, გაზეთის თქმით, "აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმი მკაფიო პრორუსულ ნიშნებს ატარებს."
"როდნაია გაზეტას" ვარაუდით:

"შემდგომი მოვლენები, შესაძლოა, ასეთი სცენარებით განვითარდეს: აბაშიძემ, რომელიც აჭარისა და საქართველოს ნაწილს მოუხმობს, შეიძლება საერთოდ ჩამოაცილოს ხელისუფლებას სააკაშვილი და გაუთავისუფლოს "დერეფანი" მათ, ვისაც ძალუძს საქართველოში კიდევ ერთი გადატრიალების მოწყობა. სხვა შემთხვევაში, აჭარის რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, შეიძლება ვისაუბროთ საქართველოსგან მის გამოყოფაზე. და მესამე ვარიანტი: "ამბოხებული ტერიტორიები" ერთობლივად მოითხოვენ სააკაშვილის გადადგომას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიკაციის საბაბით."

ამავე თემაზე საუბრობს 3 აპრილის გაზეთი "კომერსანტი" , რომლის თქმით, "ყველაზე მეტად მოსალოდნელია კონფლიქტის განვითარება აჭარის ხელმძღვანელობაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედების გზით."
თუმცა, როგორც გაზეთი მიიჩნევს, არსებობს მეორე ვარიანტიც. "კომერსანტი" წერს:

აჭარის ლიდერი უკვე აღარ სარგებლობს აჭარელთა უპირობო მხარდაჭერით. ავტონომიაში (ყოველ შემთხვევაში, ბათუმში) საკმაოდ გავლენიანი ოპოზიცია ყალიბდება. გამორიცხული არ არის, რომ თბილისის ხელისუფლებამ "ვარდების რევოლუციის" ნოემბრის სცენარის გამეორება მოინდომოს. თუმცა იმისათვის, რომ აჭარის ოპოზიციამ ხმამაღლა განაცხადოს თავისი თავის შესახებ და მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერა მოიპოვოს, მისთვის, სწორედ რომ, სულაც არ არის ხელსაყრელი თბილისის მიერ აჭარაზე ზემოქმედების გაზრდა. მაშინ ყველაფერი შეიძლება ხმამაღალი განცხადებებითა და ნერვების ომით
XS
SM
MD
LG