Accessibility links

კვიპროსის თურქული და ბერძნული თემების


კვიპროსის თურქული და ბერძნული თემების ლიდერებმა თანამემამულეებს მოუწოდეს, 24 აპრილს უარყონ გაეროს მიერ შეთავაზებული გეგმა, რომელიც კუნძულის გაერთანებას ითვალისწინებს.

კვიპროსის თურქული და ბერძნული თემების ლიდერებმა თანამემამულეებს მოუწოდეს, 24 აპრილს უარყონ გაეროს მიერ შეთავაზებული გეგმა, რომელიც კუნძულის გაერთანებას ითვალისწინებს.
რეფერენდუმის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ევროპის კავშირში კვიპროსის მხოლოდ ბერძნული ნაწილი შევა. ევროპის კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიუნტერ ფერჰოიგენი კვიპროსის ბერძნულ და თურქულ თემებს აფრთხილებს, რომ 24 აპრილის რეფერენდუმი მათი გაერთიანების უკანასკნელი შანსია. [ფერჰოიგენის ხმა] "არა მგონია, კიდევ ერთი ასეთი შესაძლებლობა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, ვერავინ იწინასწარმეტყველებს შორეულ მომავალს, მაგრამ ახლო მომავალში (და ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ) ეს უკანასკნელი შანსია. და მისი ხელიდან გაშვების შემთხვევაში საქმე ძალიან ძალინ დიდი ხნით გადაიდება."

XS
SM
MD
LG