Accessibility links

logo-print

მარსელის მახლობლად ზღვაში აღმოაჩინეს მსოფლიოს

მარსელის მახლობლად ზღვაში აღმოაჩინეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ნაწარმოების, "პატარა უფლისწულის" ავტორის, გამოჩენილი ფრანგი მწერლის და მფრინავის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის თვითმფრინავის ნაწილები

. საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, კაპიტანმა ფრედრიკ სოლანამ დღეს განაცხადა, რომ მყვინთავებმა ზღვაში აღმოაჩინეს თვითმფრინავის ორი ნაწილი. ექსპერტების თანახმად, ისინი ეკუთვნის თვითმფრინავს, რომლითაც სენტ-ეგზიუპერი 1944 წლის 31 ივლისს გაფრინდა სამხედრო დავალების შესასრულებლად და უკვალოდ გაუჩინარდა.
XS
SM
MD
LG