Accessibility links

logo-print

დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ


დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, დააკმაყოფილა რა ბათუმის თამბაქოს ფაბრიკის

დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, დააკმაყოფილა რა ბათუმის თამბაქოს ფაბრიკის
ყოფილი დირექტორის, თენგიზ ასანიძის საჩივარი, დაადგინა, რომ ასანიძე უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლებულ უნდა იქნეს. გარდა ამისა, სახელმწიფომ კომპენსაციის სახით მას 155 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. 1994 წელს ასანიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს უკანონო ფინანსური მაქინაციების ბრალდებით, მაგრამ 1999 წელს იგი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა. თუმცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ასანიძე პატიმრობიდან არ გაათავისუფლა. როგორც საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავალდებულოა და იგი დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. საგანგებო ბრიფინგზე გამოსვლისას, უგულავამ დასძინა, რომ აჭარის ხელისუფლებამ ასანიძე მალევე უნდა გაათავისუფლოს, მით უფრო, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აჭარის უშიშროების სამინისტროშიც გაიგზავნა.
XS
SM
MD
LG