Accessibility links

logo-print

სახელმწიფო უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის


სახელმწიფო უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა,

სახელმწიფო უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა,
რომ შესაბამის სამსახურებს ხელთ არ ჰქონიათ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელს გახდიდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული ოპერაციის აღკვეთას. რაისმა დღეს, ფიცის ქვეშ, ჩვენება მისცა დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტებთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს. რაისმა აღიარა, რომ შეერთებული შტატები სათანადოდ არ იყო მზად ტერორიზმის მზარდ საფრთხესთან დასაპირისპირებლად და რომ ბოლო 20 წლის მანძილზე აშშ-ის პრეზიდენტები ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ამ მუქარას. მაგრამ, რაისის თქმით, პრეზიდენტმა ბუშმა საფრთხე დაინახა და თავის ხელქვეითებს განუცხადა, რომ მისი მოსპობა სურს.[კონდოლიზა რაისის ხმა] "სტრატეგიის მიზანი იყო ალ-ყაიდის ქსელის განადგურება და საფრთხის თავიდან აცილება. ადმინისტრაციამ უბრძანა შეერთებული შტატების შესაბამისი დეპარტამენტებისა და უწყებების ხელმძღვანელებს, ალ-ყაიდის განადგურება უმთავრეს პრიორიტეტად ექციათ და მიზნის მისაღწევად ჩვენი სახელმწიფო ძლიერების ყველა საშუალება გამოეყენებინათ: სადაზვერვო, საფინანსო, დიპლომატიური და სამხედრო." რაისი სამი საათის მანძილზე უპასუხებდა შეკითხვებს და დროდადრო ცხარე კამათს მართავდა კომისიის დემოკრატ წევრებთან.
XS
SM
MD
LG