Accessibility links

logo-print

დღესვე პრეზიდენტმა ქოჩარიანმა განაცხადა, რომ


დღესვე პრეზიდენტმა ქოჩარიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ამჟამად შექმნილ შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენა საქართველოს

დღესვე პრეზიდენტმა ქოჩარიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ამჟამად შექმნილ შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენა საქართველოს
ნოემბრის რევოლუციის მოვლენებმა მოახდინა.

სომხეთის ტელევიზიით გაკეთებულ კომენტარში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი ოპოზიცია სომხეთში ვარდების რევოლუციის განმეორებაზე ფიქრობს და ვერ ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის განსხვავებულია არა მარტო სახელმწიფოები და ზოგადი ვითარება, არამედ ხელისუფლებების სიმტკიცის ხარისხიც.

საქართველოს ხელისუფლება კი დღეს 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილოებდა. ამ ისტორიული დღის მიუხედავად, მთავარი თემა საქართველოში ყოფილი პოლიტპატიმრის, ბათუმის ყოფილი მერისა და თამბაქოს ფაბრიკის ყოფილი დირექტორის თენგიზ ასანიძის პატიმრობიდან გათავისუფლება და დედაქალაქში გადმოყვანა გახდა. როგორც მან თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პატიმრობიდან გათავისუფლება შესაძლებელი გახდა ხუთშაბათს ადამიანის უფლებათა დაცვის სასაამრთლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქართული მასმედიის მიერ მოწყობილი საინფორმაციო შტურმის შედეგად. ამასთან, ასანიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი დააგვირგვინა ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც აჭარის მეთაურს ხუთშაბათ მისი გათავისუფლება მოსთხოვა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მან ხმა პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტობის კანდიდატს თენგიზ ასანიძეს მისცა.

XS
SM
MD
LG