Accessibility links

logo-print

პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის გადადგომის მოთხოვნით


პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის გადადგომის მოთხოვნით დღეს სომხეთის დედაქალაქ ერევანში ოპოზიციურმა პარტიებმა

პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის გადადგომის მოთხოვნით დღეს სომხეთის დედაქალაქ ერევანში ოპოზიციურმა პარტიებმა
საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს.

მიტინგის ორგანიზატორთა თქმით, აქციაში 20 000 ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციის თქმით კი მხოლოდ 7000.

მიტინგის შემდეგ აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა ერევნის ცენტრალურ მოედანზე მჯდომარე აქცია დაიწყო.

აქციის მონაწილენი პრეზიდენტ ქოჩარიანის მმართველობის საწინააღმდეგოდ რეფერენდუმის მოწვევას ითხოვენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის სამი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა უარყვეს ოპოზიციის მოთხოვნა და რეფერენდუმის საკითხის პარლამენტის სხდომაზე გატანაზე უარი განაცხადეს.

ქოჩარიანი მეორე ვადით სომხეთის პრეზიდენტად 2003 წელს აირჩიეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა.

XS
SM
MD
LG