Accessibility links

დღეს ტოკიოში დაახლოებით 5


დღეს ტოკიოში დაახლოებით 5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილოება დემონსტრაციაში, რომელიც ერაყიდან იაპონიის სამხედრო ნაწილების გამოყვანის მოთხოვნით გაიმართა.

დღეს ტოკიოში დაახლოებით 5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილოება დემონსტრაციაში, რომელიც ერაყიდან იაპონიის სამხედრო ნაწილების გამოყვანის მოთხოვნით გაიმართა.

დემონსტრანტებმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ჯუნიჩირო კოიზუმის მოსთხოვეს დაემორჩილოს ერაყელების ნებას და კოალიციის ნაწილების შემადგენლობაში მყოფი 550 იაპონელი ჯარისკაცი სამშობლოში დააბრუნოს. როგორც ცნობილია, ერაყელ მეამბოხეთა ახალი ტაქტიკა, უცხოელების გატაცება, კოალიციის ქვეყნების ერაყიდან გასვლის იძულებას ისახავს მიზნად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამტაცებლები გატაცებულთა დახვრეტით იმუქრებიან.

მაგრამ კოიზუმიმ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ტერორისტების მუქარის დამორჩილებას.

იაპონელები, სულ სამი პირი, რომელთა შორის ერთი ქალია და ერთიც ჟურნალისტი, ერაყელმა მეამბოხეებმა გუშინ გაიტაცეს. გატაცებულ უცხოელთა საერთო რიცხვი 13 ადამიანს შეადგენდა. იაპონელების გარდა გატაცებულები არიან ორი არაბი ისრაელიდან და ერთი კანადელი. სამხრეთი კორეის წარმომადგენელი შვიდი მისიონერი ერაყელებმა უკვე გათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG