Accessibility links

logo-print

ეუთომ დღეს სომხეთის ოფიციალურ პირებს


ეუთომ დღეს სომხეთის ოფიციალურ პირებს მოუწოდა, გამოიძიონ მიმდინარე კვირას ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე

ეუთომ დღეს სომხეთის ოფიციალურ პირებს მოუწოდა, გამოიძიონ მიმდინარე კვირას ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე
ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი.

ეუთოს წარმომადგენელმა, ელჩმა ვლადიმირ პრიაკინმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის ყველა ფაქტი დაგმობილი უნდა იყოს და სომხეთის შესაბამისმა სტრუქტურებმა ობიექტური გამოძიებით თავიანთი სიტყვა უნდა შეასრულონ.

უცნობმა თავდამსხმელებმა გატაცებული სატელევიზიო კამერები პოლიციის შენობის წინ დაამსხვრიეს. პოლიციამ მათ ხელი არ შეუშალა.

პრეზიდენტ ქოჩარიანის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციაში, რომელზეც ეს ინცინდენტი მოხდა, ორშაბათს 3 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.


XS
SM
MD
LG