Accessibility links

logo-print

დღეს ჩრდილოდასავლეთ ავღანეთის პროვინცია ფარიაბის


დღეს ჩრდილოდასავლეთ ავღანეთის პროვინცია ფარიაბის დედაქალაქ მაიამანაში სიმშვიდე იყო. ეს სიმშვიდე გამოწვეული იყო ცენტრალური

დღეს ჩრდილოდასავლეთ ავღანეთის პროვინცია ფარიაბის დედაქალაქ მაიამანაში სიმშვიდე იყო. ეს სიმშვიდე გამოწვეული იყო ცენტრალური


მთავრობისა და რეგიონული შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესით.

მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობა
ავღანეთის ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნამ განაპირობა. მოთხოვნის თანახმად, ეთნიკური უზბეკების საველე მეთაურის აბდულ რაშიდ დოსთუმის დაქვემდებარებულ სამხედრო ძალებს დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ მაიამანა.
დოსთუმის მებრძოლებმა პროვინციის დედაქალაქი გუშინ დაიკავეს. გუბერნატორი ენაიათულა ენაიათი იძულებული გახდა გაქცეულიყო. მისი ადგილმდებარეობა უცნობია.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებზე ცენტრალურ ხელისუფლებას მოქმედი გუბერნატორი შეიდ აჰმად საიდი წარმოადგენდა, ხოლო მეამბოხეთა მხარეს შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი რაის რაჰმატულაჰი. მოლაპარაკებების შემდეგ დოსთუმის ძალებმა უკანდახევა დაიწყეს. სამთავრობო ძალები, რომლის პირველი კონტინგენტი 750 კაცის შემადგენლობით დღეს შევიდა მაიამანაში, ქალაქს აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG