Accessibility links

შეერთებული შტატების კოალიციის სამხედრო ხელმძღვანელობა


შეერთებული შტატების კოალიციის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რადიკალი შიიტი მეამბოხეები ჯერ-ჯერობით ინარჩუნებენ ერაყის რამდენიმე ქალაქის ნაწილებზე კონტროლს.

შეერთებული შტატების კოალიციის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რადიკალი შიიტი მეამბოხეები ჯერ-ჯერობით ინარჩუნებენ ერაყის რამდენიმე ქალაქის ნაწილებზე კონტროლს.
კოალიცია განაგრძობს დაკარგული ქალაქების დასაბრუნებლად ბრძოლას.

შეერთებული შტატების არმიის ბრიგადის გენერლის მარკ კიმიტის თქმით, მუყტადა ალ სადრის შეიარაღებული მეამბოხეები ნაწილობრივ აკონტროლებენ ქალაქების ნაჯაფის, კარბალას და ალ კუთის. გენერლის განცხადებით, ალ კუთის სრულად გაკონტროლებას შეერთებული შტატების ძალები გამთენიისთვის შეძლებენ.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ერაყის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების შეტანისა და მეამბოხეებთან მოლაპარაკებების წარმოების მიზნით, ფალუჯისათვის ბრძოლის სამხედრო ოპერაციები დროებით შეჩერებული იყო.

დღესვე ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ჯეკ სტროუმ ერაყში უკანასკნელ ხანს შექმნილი ვითარება საგანგაშოდ და ყველაზე რთულად შეაფასა მას შემდეგ, რაც კოალიციამ ბაღდადი დაიკავა.
XS
SM
MD
LG