Accessibility links

logo-print

დღეს კოალიციის სარდლობამ ერაყის ქალაქ


დღეს კოალიციის სარდლობამ ერაყის ქალაქ ალ ფალუჯაში სუნიტთა წინააღმდეგ მებრძოლი ძალების გაძლიერების მიზნით დამატებით ორი

დღეს კოალიციის სარდლობამ ერაყის ქალაქ ალ ფალუჯაში სუნიტთა წინააღმდეგ მებრძოლი ძალების გაძლიერების მიზნით დამატებით ორი


ბატალიონი გააგზავნა.
სარდლობის განცხადებით, კოალიციის ჯარები შეტევაზე არ მიდიან და მხოლოდ თავდაცვითი სროლებით იფარგლებიან.
დღეს დილიდან კოალიციის სარდლობამ მეამბოხეებს ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა.
ამ შეთანხმების შემდეგ ალ ფალუჯაში მოლაპარაკებების წარმოების მიზნით ჩავიდა ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს საგანგებო დელეგაცია,
რომლის მიზანი იყო სუნიტები ბრძოლების წარმოების შეწყვეტასა და კოალიციისთვის 10 დღის წინ მოკლულუ ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის მკვლელების გადაცემის აუცილებლობაში დაერწმუნებინა. ალ ფალუჯაში სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზეზი სწორედ ეს მკვლელობა გახდა. აღნიშნული მოლაპარაკებების პარალელურად
დღეს საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა ბაღდადის სუნიტურ რაიონში და ქალაქ ბაქუბაში, სადაც 40 ერაყელი დაიღუპა. ადამიანთა მსხვერპლით დასრულდა შეტაკებები მოსულშიც. მუყტადა ალ სადრის ძალები ჯერ-ჯერობით კვლავ ნაწილობრივ აკონტროლებენ ქალაქებს ნაჯაფსა და ქერბალას.
XS
SM
MD
LG