Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ახალგაზრდა მეოთხე წელიწადია ჩეხეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს


ახლახან რედაქციაში ერთი ახალგაზრდა კაცი გვესტუმრა. გაგვეცნო თუ არა, ვლადიმერ ბერძენიშვილმა გვიჩვენა "საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირის" წევრის მანდატი.

მან გვითხრა, რომ 1999 წლიდან, ანუ ჩეხეთში ჩამოსვლის დღიდან, ცდილობს ამ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას და ჩეხეთის სამართალდამცავი ორგანოების დარწმუნებას იმაში, რომ სამშობლოში მას ოპოზიციონერობის გამო სდევნიან. ვლადიმერ ბერძენიშვილმა წარმოადგინა საბუთები, რომლითაც ადასტურებდა, რომ ახლახან ჩეხეთში დააფუძნა ორგანიზაცია სახელწოდებით "საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირი". მოდით, თავად მოისმინეთ ერთი ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელიც უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და ამის მიზეზად პოლიტიკას ასახელებს.

(იხ. აუდიოვერსია)
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG