Accessibility links

logo-print

სიტუაცია ერაყში დღესაც დაძაბული იყო.


სიტუაცია ერაყში დღესაც დაძაბული იყო. ბაღდადის მიდამოებში მემაბოხეებმა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

სიტუაცია ერაყში დღესაც დაძაბული იყო. ბაღდადის მიდამოებში მემაბოხეებმა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.


დაღუპულია ორი მფრინავი. მუყტადა ალ სადრის რადიკალური შიიტური დაჯგუფება ქევყნის სამხრეთში კვლავ აკონტროლებენ ორ ქალაქს. ალ ფალუჯაში, სადაც შეიარაღებული სუნიტების რაზმები მოქმედებენ, კოალიციის სარდლობამ დროებითი ზავი გამოაცხადა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმება ფალუჯაში დღეს არც ერთ მხარეს არ დაურღვევია.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ექვსდღიანი ბრძოლების შემდეგ, ქალაქში სიმშვიდეა.
ამის მიუხედავად, სნაიპერის ტყვიამ დაჭრა ორი ამერიკელი ჯარისკაცი. ერთი შეიარაღებული ერაყელი კი ქუჩის შეტაკებაში დაიღუპა.
გრძელდება მოლაპარაკებები მემამბოხეებსა და კოალიციას შორის. მედიატორის ფუნქციას მოლაპარაკებებზე ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს წარმომადგენლები ასრულებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარე ძველ პოზიციებზე დგას. ცეცხლის განუახლებლობის პირობას მემაბოხეეები მხოლოდ იმ შემთხვევაში დებენ, თუ ამერიკელი ჯარისკაცები ფალუჯას დატოვებენ. თავის მხრივ, შეერთებული შტატების სარდლობა მოითხოვს მეამბოხეებმა იარაღი დადონ და კოალიციას გადასცენ 31 მარტს დაღუპული 4 ჯარისკაცის მკვლელები.



XS
SM
MD
LG