Accessibility links

არაბული ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ინფორმაციით


არაბული ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, ერაყელი ექსტრემისტები მძევლად აყვანილი სამი იაპონელი მოქალაქის

არაბული ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, ერაყელი ექსტრემისტები მძევლად აყვანილი სამი იაპონელი მოქალაქის


სიკვდილით დასჯას მომავალი 24 საათის განმავლობაში დაიწყებენ იმ შემთხვევაში, თუ ტოკიო ერაყიდან თავის საჯარისო ფორმირებებს არ გაიყვანს.
"ალ ჯაზირას" ეთერით გამოსულმა მეზერ ალ დალაიმიმ, რომელმაც თავს მედიატორი უწოდა, განაცხადა, რომ პირველი 24 საათის განმავლობაში ერთ მძევალს დაწვავენ, 12 საათის შემდეგ კი დანარჩენ ორს.
ფალუჯის დატოვების სანაცვლოდ, მეამბოხეები ამერიკელებს გატაცებული ამერიკელი მოქალაქის სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც მოკვლით ემუქრებიან.
უკანასკნელი ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე უცხოელია გაუჩინარებული. დაკარგულად ითვლებიან კანადელი, პალესტინელი, ორი გერმანელი და ორი ამერიკელი.
XS
SM
MD
LG