Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აშშ-ის სახმელეთო ჯარის მეთაურმა


ერაყში აშშ-ის სახმელეთო ჯარის მეთაურმა რიკარდო სანჩესმა დღეს გაავრცელა ცნობა, რომ სამხედროებს ამოცანად დაუსახეს, მოკლან ან

ერაყში აშშ-ის სახმელეთო ჯარის მეთაურმა რიკარდო სანჩესმა დღეს გაავრცელა ცნობა, რომ სამხედროებს ამოცანად დაუსახეს, მოკლან ან
დაიჭირონ მეამბოხე შიიტთა მეთაური მუყტადა ალ სადრი. [სანჩესის ხმა] "აშშ-ის ჯარის ამოცანაა მოკლას ან დაიჭიროს მუყტადა ალ სადრი. ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც შეეხება ჩვენს მონაცემებს მისი ადგილსამყოფელს შესახებ, ახლა არ არის შესაფერისი მომენტი, ამის შესახებ ვილაპარაკო". სანჩენსმა თქვა, რომ ფალუჯაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სუსტად, მაგრამ მოქმედებს. აშშ-ის გენერლის მარკ კიმიტის თქმით, აშშ-ის მედესანტებს შესწევთ უნარი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ სუნიტთა ეს ქალაქი, მაგრამ პოლიტიკურ მოგვარებას იმედოვნებენ. მისივე ცნობით, პირველი აპრილის შემდეგ კოალიციის ჯარის 70 ჯარისკაცი დაიხოცა, ხოლო ერაყელთა დანაკარგი 700 კაცს შეადგენს. დღესვე ერაყის სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ახალმა მრჩეველმა მუვაფაკ ალ რუბაიემ ფალუჯის მოქალაქეებს მოუწოდა მარტში დახოცილი 4 ამერიკელის მკვლელები გადასცენ და ამით სისხლისღვრა დაასრულონ.საუდის არაბეთმა დღეს შეშფოთება გამოხატა ერაყის გამო და ერაყში სატაბილურობის მიღწევის საქმეში გაეროს უფრო ფართო როლისკენ მოწოდება გამოთქვა.
XS
SM
MD
LG