Accessibility links

სახარება კინოში - მომხრეები და მოწინააღმდეგეები

9 აპრილს თბილისში, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური

ეკლესიის ინიციატივით, გაიმართა ჯვრის პროცესია, რომელიც ამავე ეკლესიის ტაძარში ღვთისმსახურებით დასრულდა. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ქრისტიანული ეკლესიის სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა. "ეკუმენური მსვლელობის" ორგანიზატორებმა პროგრამაში ჩართეს მელ გიბსონის ახალი ფილმი "ქრისტეს ვნებანი", რომელსაც დღეს თბილისის კინოდარბაზებში უჩვენებენ. მანამდე კინოთეატრ "რუსთაველის" ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საპატრიარქო გიბსონის ფილმის ჩვენებას არ ეწინააღმდეგება... არადა, ათიოდე წლის წინ მართლმადიდებელ ეკლესიას მიზანშეუწონლად მიაჩნდა თეატრსა და კინოში სახარების ინტერპრეტაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ საბჭოთა იდეოლოგებზე: ისინი სახარების ეკრანიზაციას რელიგიური პროპაგანდის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდნენ.

1990 წელს საქართველოს ეკრანებზე დიდი წარმატებით უჩვენეს ამერიკელი რეჟისორის ჯონ ჰეიმანის ფილმი "იესო", რომელიც ლუკას სახარების ზედმიწევნით ზუსტ ეკრანიზაციად ითვლება. პირველად ქართული-საბჭოთა კინოგაქირავების ისტორიაში უცხოური ფილმი ქართულად თარგმნეს და ქართველმა კინომსახიობებმა გაახმოვანეს. ქართულ ენაზე დუბლიაჟი თბილისის ინიციატივა არ ყოფილა - ჰეიმანის ფილმი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც დიდი საერთაშორისო პროექტი - ფილმი 795 ენაზე უნდა თარგმნილიყო, მათ შორის, საბჭოთა კავშირში მცხოვრები ყველა ხალხის (მაგალითად, ქრისტიანობისთვის საკმაოდ "ეგზოტიკურ" ჩუვაშურ, უდმურტულ, ჩეჩნურ) ენაზე. სისტემა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა რელიგიას, ანგრევდა ტაძრებს, აპატიმრებდა და ხოცავდა სასულერო პირებს, ახლა არცთუ ისე ნიჭიერი რეჟისორის ფილმით ცდილობდა თავის გადარჩენას - "იესოს" უჩვენებდნენ სახელმწიფო ტელევიზიის არხებზე, ბეჭდავდნენ ფილმის სარეკლამო პლაკატებს, ბუკლეტებს. კინომცოდნეები შფოთავდნენ, მაგრამ მათი ქილიკი არავინ შეისმინა: ფილმის თაყვანისმცემლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მხატვრულ დამაჯერებლობას მოკლებული ეს სურათი სახარების წაკითხვის სურვილს აღუძრავდა ათეისტური იდეოლოგიის მსხვერპლთ. "იესოს" ამერიკულმა ეკრანიზაციამ, როგორც ჩანს, ქართველ რეჟისორებსაც გაუღვიძა სახარების ინტერპრეტაციის სურვილი. მაგრამ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა - საბჭოთა რეჟიმი დაემხო, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია სახარების ეკრანიზაცია ან მისი თეატრალური ინტერპრეტაცია. ახალგაზრდულ თეატრალურ დასს "მეტეხი" და ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სანდრო მრევლიშვილს იმ ხალხმა, ვინც თავის თავს მართლმადიდებლად მიიჩნევდა, საპროტესტო აქცია მოუწყო "იესოს" პრემიერის დღეს. თეატრის დასი იძულებული გახდა რეპერტუარიდან მოეხსნა ეს წარმოდგენა. თეატრმცოდნეები და კინომცოდნეები იმხანად ცენზურის ახალ ფორმაზე - "საეკლესიო ცენზურაზე" ალაპარაკდნენ. მოგვიანებით, შევარდნაძის ეპოქაში, ორგანიზაციამ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" საპროტესტო მიტინგი გამართა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან, რომელიც მარტინ სკორსეზეს ფილმის, "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების", ჩვენებას აპირებდა. ტელეკომპანიის დირექცია იძულებული გახდა, სკორსეზეს ფილმი პროგრამიდან ამოეღო. კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ ქართველი კინომცოდნეების უმრავლესობას პოზიცია არ შეუცვლია:

[თეო ხატიაშვილის ხმა] "არ არსებობს თემა ან პრობლემა, რომელზედაც არ შეიძლებოდეს მხატვრული ნაწარმოების გადაღება, მათ შორის, რელიგიაც... ალბათ, საკითხი უნდა დაისვას ასე - როგორ არის ეს მოწოდებული..."(სტილი დაცულია)

მაგრამ საქართველოში დრო ისევ შეიცვალა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქართულ პრესაში დაიბეჭდა წერილები, რომელთა ავტორები - მართლმადიდებელი მოძღვრები - ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მართლმადიდებლობა არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებს - ე.ი. შემოქმედის თავისუფლებასაც... რაც დადასტურდა კიდეც - თბილისში "უმტკივნეულოდ" გაიმართა კათოლიკური ღვთისმოსაობით ცნობილი ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის, მელ გიბსონის, "ქრისტეს ვნებანის" პრემიერა. გაგახსენებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეკლესიის მსახურთათვის მოწყობილ ჩვენებებზე რეჟისორმა მათი ქება-დიდება დაიმსახურა, თუმცა ზოგიერთმა ებრაულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ფილმს "ანტისემიტური" უწოდა. განსაკუთრებით აქტიურობდა ანტიდიფამაციური ლიგა... მისი წევრები ამტკიცებენ, რომ გიბსონის ფილმი ქრისტეს ჯვარცმისათვის მართლაც დებს ბრალს ებრაელებს. ჯერჯერობით ქართველი კინოკრიტიკოსები გიბსონის ფილმის პრემიერას არ გამოხმაურებიან. თეო ხატიაშვილი სურათს საკმაოდ ზოგადად აფასებს:

[თეო ხატიაშვილის ხმა] " ჩანასახში რაც არის ჩადებული, რომ რელიგიით მოხდეს სპეკულაცია და ეს ყველაფერი აგებული იყოს ტექნიკურ ეფექტებზე, ჩემი აზრით, ამორალურია და არარელიგიური."

რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ქართველი კინომცოდნე იხსენებს ეპოქას, როცა სახარების ეკრანიზაციას ორი მხრიდან უტევდნენ - ერთი მხრივ, საბჭოთა ცენზურა, მეორე მხრივ კი, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. პირველი, მაგალითად, პიერ პაზოლინის "მათეს სახარებას" "პროგრესული რეჟისორის მარცხს", "პრიმიტიულ რელიგიურ პროპაგანდას" უწოდებდა, მეორე კი - "კათოლიციზმისა და მწვალებლობის დამკვიდრებად" მიიჩნევდა. უფრო მეტიც, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, იყვნენ სასულიერო მოღვაწეები, რომლებიც პაზოლინის ფილმს "კომუნისტურ მანიფესტად" ნათლავდნენ. თეო ხატიაშვილი ფიქრობს, რომ ყველაფერი ეს ბუნებრივი პროცესია - ხელოვანი არ შეიძლება რომელიმე იდეოლოგიის სამსახურში ჩადგეს. დაუმორჩილებელ ხელოვანს კი იდეოლოგები ყველგან და ყოველთვის ერჩოდნენ:

[თეო ხატიაშვილის ხმა] "იქ არის საოცარი მინიმალიზმი, კინემატოგრაფიული საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით, და, ალბათ, ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეს სათუთი თემა ასახული იყოს ეკრანზე."

ეს "სათუთი თემა" კინოში არაერთხელ ასახულა. მაგრამ ყველგან და ყოველთვის კინომცოდნეები უპირატესობას ანიჭებდნენ სახარების, ასე ვთქვათ, "არაპირდაპირ ეკრანიზაციებს". კინომცოდნეებს, ქრისტიანული იდეალების დამკვიდრების თვალსაზრისით, საუკეთესო რეჟისორებად მიაჩნიათ: რობერ ბრესონი, ქშიშტოფ ზანუსი, ანდრეი ტარკოვსკი, კარლ თეოდორ დრეირეი - ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს მორწმუნედ მიიჩნევდნენ, მაგრამ სახარების ეკრანიზაციის სურვილი არასდროს გასჩენიათ.

[თეო ხატიაშვილის ხმა] "არ არის აუცილებელი, რომ რელიგიური თემა იყოს ბიბლიური სიუჟეტის პირდაპირი გამოხატულება. კინოს ისტორიაში უამრავი მაგალითია, როცა ფილმი სხვა თემაზეა, მაგრამ არის ძალიან რელიგიური, განსხვავებით, ვთქვათ, იმავე ძეფირელის ფილმისგან "იესო ქრისტე", რომელიც ძალიან პოპულარული იყო საქართველოში."

თეო ხატიაშვილის აზრით, ქართული კინოსთვის შეიძლება სასარგებლოც იყოს ის, რომ მართმადიდებელი ეკლესია არ მიესალმება "წმინდა ტექსტის" ინტერპრეტაციას. ის, რაც სწორხაზოვნად არის გაგებული ცხოვრებაში, შესაძლებელია, მხატვრულ ნაწარმოებშიც სწორხაზოვნად აისახოს:

[თეო ხატიაშვილის ხმა] "საქართველოშიც ზედაპირული, ილუსტრირებული ფორმითაა წარმოდგენილი, რაც ბუნებრივად მიმაჩნია; რეალურად როგორც ხდება - ეს "მოდად" ქცევა რელიგიისა, როდესაც ყველა, იმისდა მიუხედავად, რამდენადაა "ქრისტიანულად განწყობილი", ეკლესიას ისე არ ჩაუვლის, პირჯვარი არ გადაიწეროს... გასტრონომიული მრავალფეროვნებითაა აღსავსე ჩვენი ნებისმიერი რესტორანი და კაფე და ყველგან წარწერაა: "სამარხვო ნამცხვარი" თუ "სამარხვო საჭმელი", ან ისინი ფიქრობენ უფრო გარეგნულ რიტუალზე... ფილმშიც ასეა სწორხაზოვნად გადატანილი."(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, მელ გიბსონის "ქრისტეს ვნებანი" დასავლეთის ყველაზე ავტორიტეტულმა კინომცოდნეებმა უკვე შეაფასეს როგორც "სახარების ძალიან ზედაპირული წაკითხვა". გიბსონის ფილმის წინააღმდეგ გაილაშქრა "ნიუ-იორკ თაიმსმა", ისრაელმა კი საერთოდ უარი თქვა "ქრისტეს ვნებანის" ჩვენებაზე.

საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, გიბსონის ფილმის პრემიერა აღდგომის წინ გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქაც და აქაც დრო შეიცვალა. იდეოლოგია ასეთ კინოს აღარ ებრძვის. იდეოლოგია ასეთ კინოს თავის სასარგებლოდ იყენებს.

"ოქროს საუკუნე", 12 აპრილი

სახარება კინოში - მომხრეები და მოწინააღმდეგეები

გიორგი გვახარია, თბილისი

9 აპრილს თბილისში, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ინიციატივით, გაიმართა ჯვრის პროცესია, რომელიც ამავე ეკლესიის ტაძარში ღვთისმსახურებით დასრულდა. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ქრისტიანული ეკლესიის სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა. "ეკუმენური მსვლელობის" ორგანიზატორებმა პროგრამაში ჩართეს მელ გიბსონის ახალი ფილმი "ქრისტეს ვნებანი", რომელსაც დღეს თბილისის კინოდარბაზებში უჩვენებენ. მანამდე კინოთეატრ "რუსთაველის" ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საპატრიარქო გიბსონის ფილმის ჩვენებას არ ეწინააღმდეგება... არადა, ათიოდე წლის წინ მართლმადიდებელ ეკლესიას მიზანშეუწონლად მიაჩნდა თეატრსა და კინოში სახარების ინტერპრეტაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ საბჭოთა იდეოლოგებზე: ისინი სახარების ეკრანიზაციას რელიგიური პროპაგანდის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდნენ.

XS
SM
MD
LG