Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დღეს გამოაცხადა, რომ ერაში უსაფრთხოების ვითარების გამო მას არ შეუძლია მიავლინოს

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დღეს გამოაცხადა, რომ ერაში უსაფრთხოების ვითარების გამო მას არ შეუძლია მიავლინოს
გაეროს თანამშრომელთა "დიდი ჯგუფი". გაეროს მცირე ჯგუფი ერაყშია და 30 ივნისისთვის გარდამავალი მთავრობის მიერ ხელისუფლების გადაბარების და არჩევნების მოწყობის საქმეში ეხმარება იქაურებს. ანანის თქმით, იქ არსებული საფრთხე დიდ ჯუგფის ხელისშემშლელი ფაქტორია. დღესვე კოალიციის ჯარის წარმომადგნელმა დონ სენორმა გამოაცხადა, რომ აჯანყებულებს ერაყში 12 ქვეყნის 40 მოქალაქე ჰყავთ მძევლად. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ გუშინს მერე ერაყში დაკარგულია ამ ქვეყნის ოთხი მოქალაქე. ეს განცხადება მოჰყვა არაბული ტელეარხის "ალ ჯაზირას" მიერ ფირის ჩვენებას, რომელზეც ეს ოთხი იტალიელი მძევალი უნდა იყოს ნაჩვენები. გამტაცებლები იტალიის ჯარის ერაყიდან გაყვანას მოითხოვენ. არაფერს იუწყებიან ახალს გასულ კვირას გატაცებული იაპონელი მოქალაქეების შესახებ. დაკარგულია სამი ჩეხი ჯურნალისტი და შვიდი ამერიკელი არა სამხედრო.
ერაყის ქალაქ ნაჯაფის გარეუბანში, რომელსაც შიიტ მეამბოხეთა მეთაური მოყტად სადრის რაზმები განაგებენ, შევიდნენ ამერიკელი სამხედროები, ორი ათას ხუთასამდე კაცი, ავიაციის, ტანკების და არტილერიის მხარდაჭერით.
ბაღდადში დააპატიმრეს დღეს შიიტი ლიდერის მოყტად სადრის ახლო მრჩეველი ჰაზემ არაჯი. რომელიც მალევე, დაკითხვის შემდეგ გაუშვეს.
XS
SM
MD
LG