Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ასლან აბაშიძის მხარდამჭერებმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ასლან აბაშიძის მხარდამჭერებმა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. აბაშიძის მომხრეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ კომისიის გადაწყვეტილების გამო, 18 აპრილს ხულოსა და ქობულეთში განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს. როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ქობულეთის გამგებელს ტარიელ ხალვაშს, რომელიც ჩოლოქზე იმყოფებოდა, არავითარი ზომისთვის არ მიუმართავს, რათა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აჭარის ტერიტორიაზე შესულიყო. დღესვე, ტარიელ ხალვაშმა განაცხადა, რომ არსებულ პირობებში შეუძლებელია ქობულეთში, 18 აპრილისთვის დანიშნული განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. წუხელ ასლან აბაშიძის მომხრეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ქობულეთში მივლენილი სპეცჯგუფის წევრები აიძულეს, აჭარა დაეტოვებინათ. აბაშიძის მომხრეები მიიჩნევენ, რომ 28 მარტს არჩევნები ობიექტურად ჩატარდა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა საჭირო არ არის.
XS
SM
MD
LG