Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუდო ხელისუფლებამ მათ დაკავებას თუ ადმინისტრაციული.


14 აპრილს მთელი დღის განმავლობაში პოლიცია სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ერევნის სათავო ოფისში არც პარტიის


წევრებს უშვებდა და არც ჟურნალისტებს. "სომხეთის რესპუბლიკური პარტია" რადიკალური ოპოზიციური ორგანიზაციაა და "სამართლიანობის ალიანსში" შედის. სხვა ოპოზიციური პარტიების, კერძოდ "სტეფან დემირჭიანის სახალხო პარტიისა" და "არტაშეს გეგამიანის ნაციონალური ერთიანობის პარტიის" ოფისები სამართალდამცავმა სააგენტოებმა 13 აპრილს გაჩხრიკეს.

როგორც ჩვენი რადიოს სომხური რედაქციის კორესპონდენტი, კარინე კალანტარიანი იუწყება, პოლიცია ადასტურებს, რომ დაკავებულია 4 ადამიანი და დაკითხვაზე იმყოფება 19 აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ქოჩარიანის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე მრავალათასიანი მიტინგის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. ერევნის ჯანდაცვის სამინისტროს მინაცემებით, ჰოსპიტალიზებულია 16 ადამიანი. თავის მხრივ, არასამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებულთა ნაწილმა საავადმყოფოებს თავი პოლიციის მხრიდან რეპრესიების შიშით აარიდა.
დაშავებულთა შორის არიან ოთხი სომეხი ჯურნალისტი და რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ოპერატორი.
რეგიონული და დასავლეთის მედიის თავისუფლების დაცვის ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა დაგმეს პოლიციის მოქმედება და ჟურნალისტების დაზიანებაში პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვეს.
თავის მხრივ, სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უარყო მარშალ ბაგრამიანის პროსპექტზე გამართულ საპროტესტო დემონსტრაციის მშვიდობიანი ხასიათი. მან ოპოზიცია პოლიციის გამოწვევასა და ადექვატური რეაქციის პროვოცირების იძულებაში დაადანაშაულა.
სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას პრეზიდენტის პრესმდივანმა აშოტ ქოჩარიანმა ასევე გაამართლა პოლიციის მოქმედება.

[აშოტ ქოჩარიანის ხმა]" შექმნილ ვითარებაში სამართალდამცავ ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგი კანონის მიხედვით უნდა დაეცვათ. პოლიციის ჩარევა აქციაში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ოპოზიციამ თავისი მოქმედებებით ხელი შეუშალა პარლამენტისა და პრეზიდენტის აპარატის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამით კი ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგს საფრთხე დაემუქრა."

პრეზიდენტის კომუნიკეში, რომელიც მისმა პრესმდივანმა გააცნო საზოგადოებას, ნათქვამია, რომ ოფიციალური პირები ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ექსტრემიზმის ახალი გამოვლინება გამოირიცხოს.
13 აპრილს პარლამენტის უმრავლესობისა და სამი მმართველი პარტიის- "რესპუბლიკური", "დაშნაკცუცუნის სომხეთის რევოლუციური ფედერაციისა" და "კანონის უზენაესობის პარტიის" წევრები სომხეთის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ახალი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგის გასამართად მზად არის. "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის მოადგილემ ტიგრან ტოროსიანმა პრეზიდენტის ციტატაც კი მოიყვანა. მისი თქმით, პრეზიდენტი მიესალმება პოლიტიკური კონფრონტაციის აღმოსაფხვრელად გადადგმულ ყოველ ნაბიჯს.
"ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის" ელჩმა ვლადიმირ პრიაკინმა ჩვენი რადიოს სოხურ რედაქციასთან ინტერვიუში მომხდარ ძალადობაში დაადანაშაულა როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.

[ვლადიმირ პრიაკინის ხმა] " ჩვენ არ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ დემონსტრაცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. ოპოზიცია პროვოკაციის ყველა ფორმას მიმართავდა. იყო პოლიციისკენ ქვების სროლის ფაქტებიც. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჩვენ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას ვეწინააღმდეგებით. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი შენიშვნები პრეზიდენტ ქოჩარიანსაც გადავცეთ."

13 აპრილსვე შეერთებულმა შტატებმა სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში პოლიტიკური კონფრონტაციის ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა და სომხეთის დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობიანად დაზავებისაკენ მოუწოდა.
ჯერ-ჯერობით არ ჩანს გამოხმაურება ევროპის საბჭოდან. სომხეთი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა.
გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, ვითარება სომხეთში კვლავაც დაძაბული რჩება.ოპოზიცია პრეზიდენტ ქოჩარიანი საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობის განახლებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG