Accessibility links

ევროპის საბჭომ შეშფოთება გამოთქვა სომხეთში


ევროპის საბჭომ შეშფოთება გამოთქვა სომხეთში მომხდარი არეულობის გამო და განაცხადა,

ევროპის საბჭომ შეშფოთება გამოთქვა სომხეთში მომხდარი არეულობის გამო და განაცხადა,
რომ სრულიად დაუშვებელია საკანონმდებლო კრების დეპუტატთა დაპატიმრება. კვირას ღამით პოლიციამ ერევანში ოპოზიციის მიტინგი დაარბია და დააკავა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პარლამენტის სამი ოპოზიციონერი დეპუტატი. სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ოპოზიციონერებს "პოლიტიკური ექსტრემისტები" უწოდა. ოპოზიცია პრეზიდენტს შარშანდელი არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG