Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ჯარებმა ტყვედ აიყვანეს


ავღანეთში ნატოს ჯარებმა ტყვედ აიყვანეს შეიარაღებული დაჯგუფება "ჰეზბ-ი-ისლამის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი,

ავღანეთში ნატოს ჯარებმა ტყვედ აიყვანეს შეიარაღებული დაჯგუფება "ჰეზბ-ი-ისლამის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი,
რომელიც ეჭვმიტანილია სამშვიდობო ძალების მოსამსახურეებზე არაერთი თავდასხმის მოწყობაში. დაკავებულის სახელი ჯერჯერობით არ გაუმჟღავნებიათ. ნატოს წარმომადგენელმა ქრის ჰენდერსონმა მხოლოდ ის თქვა, რომ საველე მეთაური ტყვედ აიყვანეს ქაბულის მახლობლად, კანადელი სამშვიდობო ჯარის მოსამსახურეებისა და ავღანეთის უშიშროების ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად.
XS
SM
MD
LG