Accessibility links

logo-print

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებმა შეამჭიდროვეს


აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებმა შეამჭიდროვეს ერაყის ქალაქ ნაჯაფის ალყა. სარდლობის ვარაუდით,

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებმა შეამჭიდროვეს ერაყის ქალაქ ნაჯაფის ალყა. სარდლობის ვარაუდით,
სწორედ ნაჯაფში იმყოფება შიიტ მაჰმადიანთა ერთ-ერთი სულიერი ლიდერი მოყტადა ალ-სადრი. ნაჯაფთან, რომელსაც ალ-სადრის მხარდამჭერები აკონტროლებენ, 2500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი მზად არის, შესაბამისი ბრძანებისთანავე, იერიში მიიტანოს ქალაქზე. დღეს ამერიკელმა გენერალმა, რიჩარდ მაიერსმა განაცხადა, რომ მოყტადა ალ-სადრის დაპატიმრების შემთხვევაში ერაყში მოსალოდნელია ძალადობის დროებითი ესკალაცია. დღესვე, ერაყში მძევლობიდან გაათავისუფლეს ფრანგი ჟურნალისტი ალექსანდრ ჟორდანოვი, რომელიც სამი დღის წინათ მოიტაცეს. გათავისუფლების დეტალებზე არაფერს იუწყებიან. ამასობაში ქალაქ ფალუჯაში, სადაც კოალიციის ძალებს სუნიტ მაჰმადიანთა რაზმები ებრძვიან, მხარეებმა კიდევ ორი დღე-ღამით გააგრძელეს საზავო შეთანხმების ვადა.
XS
SM
MD
LG