Accessibility links

logo-print

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯორჯ


ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა განაცხადა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის ეფექტიანი

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა განაცხადა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის ეფექტიანი
სისტემის შესაქმნელად საჭიროა კიდევ ხუთი წელი. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გარემოებათა შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის წინაშე გამოსვლისას, ტენეტმა აღნიშნა:[ჯორჯ ტენეტის ხმა] "გაფრთხილება, თავისთავად, საკმარისი არ არის, თუ არ მოგეპოვება მისი საქმედ ქცევის საშუალება. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ბინ ლადენი შეერთებულ შტატებში თავდასხმების მოწყობას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, ეს ინფორმაცია ეფექტიანი თავდაცვის შესაქმნელად გამოგვეყენებინა. ეს რომ მოგვეხერხებინა, ტერორისტებს უფრო გაუჭირდებოდათ საკუთარი მოქმედებების დაგეგმვა უზარმაზარ თავისუფალ საზოგადოებაში, რომელიც, კაცმა რომ თქვას, დაუცველი აღმოჩნდა 11 სექტემბრის ტერაქტების წინაშე."
XS
SM
MD
LG