Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისია უარს ამბობს მიიღოს


ევროპის კომისია უარს ამბობს მიიღოს ისრაელის პრემიერ მინისტრის არიელ შარონის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა. გეგმა

ევროპის კომისია უარს ამბობს მიიღოს ისრაელის პრემიერ მინისტრის არიელ შარონის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა. გეგმა
ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით სარგებლობს. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ისრაელი ღაზის სექტორიდან ცალმხრივად გამოიყვანს თავის ჯარებს და პარალელურად ებრალური მოსახლეობის ევაკუაციას დაიწყებს. სამაგიეროდ თავისი გავლენის სფეროში დატოვებს მდინარე იორდანეს დასავლეთი ტერიტორიის ნაწილებს.
ევროკომისია მზადაა მხარი დაუჭიროს მხოლოდ ისეთ გეგმას, რომელიც მისაღებია როგორც ისრაელისათვის, ისე პალესტინისათვის.
გუშინ პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ მინისტრმა კატეგორიულად უარყო შარონის გეგმა.
დღეს პალესტინის ლიდერმა იასირ არაფატმა განაცხადა, რომ პალესტინელები არასდროს შეწყვეტენ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავიანთ ყოფილ სახლებში დაბრუნების მოთხოვნით.
დღესვე პალესტინის ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაბულ შაათმა ბრიტანეთის
პრემიერ მინისტრს სთხოვა პრეზიდენტ ბუშთან დაგეგმილ შეხვედრაზე საგანგებოდ წამოწიოს ეს საკითხი. "ბი-ბი-სის" ცნობით, ბლერმა ბუშს უნდა აუხსნას, რა საფრთხეს მოიცავს ეს გეგმა მთელი შუა აღმოსავლეთისათვის. ბუში და ბლერი ვაშინგტონში ხვალ შეხვდებიან ერთმანეთს.
დღეს კი ისრაელ-პალესტინის საკითხს გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანიც. მისი აზრით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე თავდაცვის ბარიერის აშენებამ, შ საძლოა, სამშვიდობო პროცესს ხელი შეუშალოს.
XS
SM
MD
LG