Accessibility links

logo-print

დღეს უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი


დღეს უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი რუსეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ვიზიტი ორ დღეს გასტანს.

დღეს უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი რუსეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ვიზიტი ორ დღეს გასტანს.



უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტ ქარიმოვის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებების თემა საერთაშორისო პრობლემები და ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები იქნება.
ქარიმოვის ვიზიტი რუსეთის ენერგოგიგანტის, "გაზპორმის" მიერ გაკეთებული განაცხადიდან ერთი დღის შემდეგ იწყება. აღნიშნულ განაცხადში "გაზპორმმა" გამოთქვა მზადყოფნა, რომ უზბეკეთის ბუნებრივი გაზის ინდუსტრიაში ასობით მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტური თანხა ჩადოს.
"გაზპრომსა" და უზბეკეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიას შორის გაფორმებული თხუთმეტწლიანი თანამშრომლობის პროექტი თხუთმეთ მილიონ დოლარადაა შეფასებული.

XS
SM
MD
LG