Accessibility links

logo-print

დღეს ისრაელის სამხედრო შენაერთები


დღეს ისრაელის სამხედრო შენაერთები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ლტოლვილთა ბანაკ რაფახში შევიდნენ.

დღეს ისრაელის სამხედრო შენაერთები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ლტოლვილთა ბანაკ რაფახში შევიდნენ.



საინფორმაციო საგენტოების ცნობით, დაჭრილია 15 პალესტინელი.
ისრაელის სამხედროთა თქმით, ოპერაციის მიზანი იყო იმ საიდუმლო გვირაბების მოძებნა და ლიკვიდირება, რომლის გავლითაც მეზობელი ეგვიპტიდან ქვეყანაში კონტრაბანდული იარაღი შეედინება.
იმავე წყაროების ცნობით, მშვიდობიანი ადამიანები პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების მისამართით განხორციელებული სარაკეტო სროლების შედეგად დაიჭრნენ. თვითმხილველები კი ამბობენ, რომ საბრძოლო ოპერაციის სამიზნე შეირაღებულ ადამიანებთან ერთად, რაფახის მკვიდრნიც იყვნენ.
XS
SM
MD
LG