Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის პრეზიდენტი ქვეყანას რკინის მუშტითა და სპეციალური მილიციის დახმარებით მართავს


ჩეჩნეთის რუსული ორიენტაციის პრეზიდენტი აჰმად კადიროვი დაუმორჩილებელი ქვეყნის სამართავად მრავალგვარი მხარდაჭერით



სარგებლობს. გარდა რუსეთის არმიის დახმარებისა, მის ხელისუფლებას აძლიერებს ულმობლობით ცნობილი სპეციალური პოლიციური შენაერთი, რომელსაც სამართლებრივი სტატუსიც კი არ აქვს. როგორც მიმომხილველები ამბობენ, კადიროვის მილიციამ უახლოეს ხანში შესაძლოა მოსკოვს სერიოზული თავსატეხიც კი გაუჩინოს.

მიმდინარე კვირაში აჰმად კადიროვმა პირობა დადო, რომ ჩეჩნეთს უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს დაუბრუნებს. მაგრამ მეორეს მხრივ, ფაქტია, რომ ქვეყანაში გახშირებული ძალადობის უმრავლესი ფაქტის უკან სწორედ პრეზიდენტის პირადი მილიცია დგას.

ადამიანის უფლებათდამცავი ჯგუფები, განსაკუთრებით დამუკიდებელი რუსული ორგანიზაცია "მემორიალი" აცხადებენ, რომ პრეზიდენტის პირადი პოლიცია ადამიანთა გატაცებებითა და სხვა ძალადობრივი აქტებითაა დაკავებული. რომ ქვეყნის მოსახლეობის ტერორიზება დიდწილად სწორედ მისგან მოდის.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიცილური მონაცემებით, გასულ წელს ჩეჩნეთში 600 ადამიანი გაიტაცეს. "მემორიალი" და სხვანი კი ამტკიცებენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდია.

კადიროვის მილიციას სამართლებრივი სტატუსი არ აქვს. უცნობია ასევე მილიციის პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების რაოდენობა. თუმცა, მეორეს მხრივ, ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთის ჯარებთან და სეპარატისტ მეამბოხეებთან ერთად განხორციელებულ დაუსრულებელ ძალადობაში იგი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.

ალექსანდრე მალაშენკო მოსკოვის კარნეგი ჰოლის ანალიტიკოსია. იგი ამბობს, რომ კადიროვის მილიცია კარგად შეიარაღებული ჯგუფია. მასში საბრძოლო გამოცდილების მქონე ბევრი ყოფილი მეამბოხეა გაერთიანებული. ჯგუფი დაახლოებით 4000 მებრძოლითაა დაკომპლექტებული და პირადად კადიროვს და მის ვაჟს რამზანს ემორჩილება.

მალაშენკო აღნიშნავს, რომ კრემლმა ამას წინათ კადიროვის პოლიციური ძალების თავის კონტროლქვეშ მოქცევის გზების ძიება დაიწყო. თუმცა ჩეჩენთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ერთი კი დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ასკვნის მალაშენკო, კადიროვის პოლიცია მოსახლეობაში გაცილებით მეტ შიშს იწვევს, ვიდრე რუსეთის ჯარები.

[ალექსანდრე მალაშენკოს ხმა] "ის რომ მათი რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმზე მეტად ეშინით, აბსოლუტური სიმრთლეა. ამის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ აღნიშნული მილიციის შემადგენლობა ძალზე ჭრელია. პირველ რიგში მასში გაერთიანებულნი არიან კადიროვის ერთგული ადამიანები, რომლებიც მის კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. ეს ნათელი და გასაგებია. მეორეც მილიციაში მსახურობენ ამინისტირებული პირები, რომელთაც ოდესღაც მათ წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებზე შურისძიება შეუძლიათ. "

მალაშენკოს თქმით, პრეზიდენტის მილიცია კარგად იყენებს თავის არაოფიციალურ სტატუსს და ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტის სახელსაც. პოლიციის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული კადიროვის ვაჟიც. გავრცელებული ინფორმაციით,
რამზანმა რამდენიმე გატაცებისა და წამების ბრძანება თავად გასცა. მასვე ემორჩილება პრეზიდენტის პირადი საპატიმროც.

ამის მიუხედავად, როგორც მოსკოვის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ანალიტიკოსი ალექსეი მაკარკინი ამბობს, რიგითი მოქალაქეები თავს ამჟამად გაცილებით უკეთედ გრძნობეს, ვიდრე ადრე, რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული წმენდის ოპერაციების დროს.

ამასაც თავისი მიზეზები აქვს-კადიროვის მილიციის წევრები უკედ იცნობენ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ უკედ შეუძლიათ რიგითი მოქალაქის მებრძოლისაგან გარჩევა. მათი მეთოდები შესაძლოა საზოგადოებისათვის მიუღებელიც იყოს, მაგრამ მაკარკინის აზრით, სხვას მაინც ეს სჯობია.

როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, კადიროვის მილიცია იმდენად ანგარიშგასაწევი ძალაა, რომ მან შეიძლება უახლოეს ხანში კრემლის წარმოდგენა მორჩილ პრეზიდენტზე შეცვალოს კიდეც. ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, ჩეჩნეთის პირველი სეპარატისტი პრეზიდენტის, დუდაევის დარად, მოსკოვთან კავშირი კადიროვმაც გაწყვიტოს.

თუმცა მაკარკინი იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს ჩეჩნეთის მმართველი ძალა რუსეთის არმიაა. რუსეთის ჯარების ჩეჩნეთიდან გასვლის შემთხვევაში, მისი აზრით, ჩეჩნეთის სახელისუფლებო სისტემა კოლაფსის მდგომარეობაში აღმოჩნდება.

[მაკარენკოს ხმა] "მთელი ეს სისტემა დამოკიდებულია რუსეთზე, როგორც მატერიალურად, ისე სამხედრო მხარდაჭერის მხრივაც. ნუ დავივიწყებთ, რომ ყველაფერთან ერთად იქ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებიცაა განლაგებული."

მაშინ როცა ხელისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება და კადიროვი ჩეჩნეთის მოქალაქეებს უსაფრთხოების პირობას აძლევს, ქვეყანაში ბრძოლები არ წყდება. გასული ორი დღის განმავლობაში ჩეჩნეთში 10-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG