Accessibility links

ერევნის ცენტრში ოპოზიციის ათასობით მომხრე


ერევნის ცენტრში ოპოზიციის ათასობით მომხრე შეიკრიბა პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის გადადგომის მოთხოვნით.

ერევნის ცენტრში ოპოზიციის ათასობით მომხრე შეიკრიბა პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის გადადგომის მოთხოვნით.
ეს მოხდა მიუხედავად აკრძალვისა, რომელიც მთავრობამ არასანქცირებულ მიტინგებზე დააწესა. სომხეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ოპოზიციამ დემონსტრაციის გამართვა ჯერ თავისუფლების მოედანზე მოინდომა, მაგრამ მას გზა გადაუღობა ასობით პოლიციელმა. შემდეგ დემონსტრანტებმა მატენადარანის ბიბლიოთეკის მიდამოებს მიაშურეს. ოპოზიცია ქოჩარიანს შარშანდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG