Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მძევლად აყვანილი 4 უცხოელი


ერაყში მძევლად აყვანილი 4 უცხოელი გაათავისუფლეს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამივე ჩეხი ჟურნალისტი

ერაყში მძევლად აყვანილი 4 უცხოელი გაათავისუფლეს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამივე ჩეხი ჟურნალისტი
(ისინი გასულ კვირს გაიტაცეს) თავისუფალია და ახლა ბაღდადში ჩეხეთის საელჩოში იმყოფება. გაათავისუფლეს ასევე კანადის მოქალაქე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რეიტერსი", რომლის კორესპონდენტი ნაჯაფში ესაუბრა კანადელს. მაგრამ დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში მძევლად აიყვანეს ორი უცხოელი - დანიელი და ამერიკელი ბიზნესმენები. ამასობაში, ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების კოალიციის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება დაიწყეს მეამბოხეებთან ფალუჯაში. იქ უმეტესწილად სუნიტები ცხოვრობენ. ლაპარაკია პირველ ასეთ შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც ფალუჯაში მიმდინარე თვეში ძალადობამ იფეთქა.
XS
SM
MD
LG