Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი პირობას დებენ, რომ ხელს შეუწყობენ თავისუფალი,

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი პირობას დებენ, რომ ხელს შეუწყობენ თავისუფალი,
დამოუკიდებელი და მშვიდობიანი ერაყის აღმშენებლობას. გარდა ამისა, ისინი მიესალმებიან გაეროს გეგმას, რომელიც ერაყში გარდამავალი პერიოდის მთავრობას ეხება. აი, რა თქვა ჯორჯ ბუშმა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "მივესალმებით წინადადებებს, წამოყენებულს გაეროს საგანგებო წარგზავნილის, ბრაჰიმის მიერ. მან გვაჩვენა გარდამავალი პერიოდის მთავრობის შექმნის გეგმა, რომელიც მისაღებია ერაყის ხალხისათვის. ჩვენი კოალიცია განაგრძობს გაეროსთან თანამშრომლობას ახალი საყოველთაო არჩევნებისათვის. ამ კენიჭსყრით 2005 წლის იანვარში ახალ მთავრობას აირჩევენ". ბუშმა და ბლერმა ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნეს, რომ მათი ქვეყნები უკან არ დაიხევენ ერაყში მეამბოხეების მოქმედების გამო. როგორც ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, ამერიკელების ხელმძღვანელობის მოქმედი კოალიციის ჯარები ერაყში დარჩებიან წლევანდელი 30 ივნისის შემდეგაც (ანუ ძალაუფლების ერაყელებისთვის დაბრუნების შემდეგ), რათა ახალ მთავრობას დაეხმარონ. როგორც ბუშმა აღნიშნა, ამჟამინდელ ძალადობის აქტებს ერაყში ახორციელებს უმცირესობა, რომელსაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს.
XS
SM
MD
LG