Accessibility links

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს


საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის თანამდებობა შესთავაზეს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის თანამდებობა შესთავაზეს.
ეს წინადადება შევარდნაძეს გუშინ, თბილისში გააცნო კოფი ანანის მოადგილემ კულ ჩანდრა გაუტამმა. საქართველოს მასმედიით გავრცელებული ცნობების თანახმად, შევარდნაძემ კოფი ანანის წინადადება მიიღო. "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა მძაფრად გააკრიტიკა ანანის ინიციატივა და განაცხადა, რომ კოფი ანანის მრჩევლად შევარდნაძის დანიშვნა "ნულამდე დასცემს" გაეროს ავტორიტეტს საქართველოს მოსახლეობაში. "როგორც ჩანს, კოფი ანანი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას შევარდნაძის წარსული პოლიტიკური საქმიანობის შესახებო" - მოჰყავს პრაიმ-ნიუსს ძიძიგურის სიტყვები.
XS
SM
MD
LG