Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, ორშაბათს


ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, ორშაბათს დაამტკიცებს 28 მარტის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, ორშაბათს დაამტკიცებს 28 მარტის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს.
კომისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით, ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. ამავე ცნობის თანახმად, ოქმი დამტკიცდება ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქების შედეგების გამოკლებით, სადაც 18 აპრილისთვის დანიშნული განმეორებითი არჩევნები აღარ ჩატარდება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ხულოსა და ქობულეთის ამომრჩევლებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენების საშუალება არ მიეცემათ, რისთვისაც პასუხისმგებლობა აჭარის ხელისუფლებას უნდა დაეკისროს. ასლან აბაშიძის მომხრეების აზრით, არჩევნები 28 მარტს ობიექტურად ჩატარდა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა საჭირო არ არის.
XS
SM
MD
LG