Accessibility links

logo-print

ქალაქ ღაზაში, ისრაელის სამხედრო შვეულმფრენების


ქალაქ ღაზაში, ისრაელის სამხედრო შვეულმფრენების იერიშის შედეგად, მოკლულ იქნა ექსტრემისტული დაჯგუფება

ქალაქ ღაზაში, ისრაელის სამხედრო შვეულმფრენების იერიშის შედეგად, მოკლულ იქნა ექსტრემისტული დაჯგუფება
"ჰამასის" ლიდერი აბდელ-აზიზ რანტისი. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი, სავარაუდოდ რანტისის პირადი მცველები. ისრაელის კაბინეტის მინისტრმა უზი ლანდაუმ კმაყოფილება გამოთქვა რანტისის მკვლელობის გამო. პალესტინელთა ხელისუფლების წარმომადგენელმა საებ ერექათმა კი მკაცრად დაგმო ეს აქტი და მას "სახელმწიფო ტერორი" უწოდა. რანტისი "ჰამასის" ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. გასულ თვეში, ამ ორგანიზაციის სულიერი ლიდერის, შეიხ აჰმედ იასინის მკვლელობის შემდეგ, იგი სათავეში ჩაუდგა "ჰამასის" რეგიონულ ორგანიზაციას. დღესვე, უფრო ადრე, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე თავი აიფეთქა პალესტინელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა. ერეცის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი აფეთქების შედეგად, თვითმკვლელის გარდა, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა სულ ცოტა, სამი ადამიანი. აფეთქებისთვის ერთობლივი პასუხისმგებლობა იკისრეს "ჰამასმა" და პალესტინელთა კიდევ ერთმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით "ალ აყსას მარტვილთა ბრიგადები".
XS
SM
MD
LG