Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმიის ბრიგადის გენერლის, მარკ


აშშ-ის არმიის ბრიგადის გენერლის, მარკ კიმიტის განცხადებით, სამხრეთი ერაყის ქალაქ ნაჯაფში,

აშშ-ის არმიის ბრიგადის გენერლის, მარკ კიმიტის განცხადებით, სამხრეთი ერაყის ქალაქ ნაჯაფში,
სადაც გრძელდება დაპირისპირება კოალიციის ჯარებსა და რადიკალი სასულიერო პირის, მოყტადა სადრის მომხრეთა შეიარაღებულ შენაერთებს შორის, ამერიკელ ჯარისკაცთა დამატებითი რაზმები გადაისროლეს. სადრის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა ნაჯაფზე შეერთებული შტატების შესაძლო იერიშის გამო. მაგრამ ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალმა კიმიტმა განაცხადა, რომ ძალადობის შეჩერება თავად სადრზე იქნება დამოკიდებული. [მარკ კიმიტის ხმა] "ნაჯაფი ჩვენი სამიზნე არ არის. ჩვენს ამოცანად მოყტადა ალ სადრის დაკავება რჩება. მას შეუძლია - მის დასაპატიმრებლად გაცემული სავსებით კანონიერი ორდერის საფუძველზე - ნებაყოფლობით ჩაბარდეს ნებისმიერ ერაყელ პოლიციელს. მას უფლება აქვს, ერაყისგან სამართლიანი მართლმსაჯულება მოითხოვოს. ჩვენ არავითარ დამატებით პირობებს არ ვაყენებთ. სულ არ არის საჭირო, ამის გამო ძალადობას მივმართოთ. სისხლისღვრის აღკვეთის შესაძლებლობა მისსავე ხელშია." ამასობაში, ქალაქ ფალუჯაში გრძელდება მოლაპარაკება კოალიციის ძალების ხელმძღვანელებსა და ადგილობრივი სუნიტური მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკების მიზანი საზავო შეთანხმების მიღწევაა. ბაღდადში კი დღეს კიდევ ორი იაპონელი მძევალი გაათავისუფლეს. გათავისუფლების პროცესში შუამავლობა იკისრა სუნიტ მაჰმადიან სწავლულთა კომიტეტმა. სამი გატაცებული ჩეხი ჟურნალისტი, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს, დღეს, გვიან ღამით, პრაღაში უნდა დაბრუნდეს. ერთი ამერიკელი ჯარისკაცი კვლავინდებურად მეამბოხეთა ხელშია. როგორც იუწყებიან, გამტაცებლები იმედოვნებენ, რომ ამერიკელ ჯარისკაცს ტყვედ აყვანილ ერაყელებში გაცვლიან. არაბულენოვანმა ტელეარხმა "ალ ჯაზირამ" გუშინ დატყვევებული ჯარისკაცის ამსახველი ვიდეოფირი უჩვენა.
XS
SM
MD
LG