Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმია ერაყში იუწყება, რომ


აშშ-ის არმია ერაყში იუწყება, რომ ერაყში სხვადასხვა ინციდენტის დროს გუშინ დახოცეს 5 ამერიკელი სამხედრო.

აშშ-ის არმია ერაყში იუწყება, რომ ერაყში სხვადასხვა ინციდენტის დროს გუშინ დახოცეს 5 ამერიკელი სამხედრო.
ერაყის ქალაქებში ნაჯაფში და ფალუჯაში ვითარება დაძაბული რჩება. ნაჯაფში გადაისროლეს კიდევ 2-ნახევარ ათასი ამერიკელი სამხედრო. ცხარე ბრძოლა მიმდინარეობს აშშ-ის არმიის ნაწიელებსა და შეიარაღებულ რამზებს შორის სირიის საზღვრის არეალში. აშშ-ის არმის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა რიჩარდ მაიერსმა გააფრთხილა სირია, რომ ბოლო მოუღოს ამ ქვეყნიდან ერაყში უცხოელ მეომართა შესვლას.
ირანმა დღენს აშშ დაადანაშაულა, რომ არ მიიღო თეირანის წინადადება შეეწყვიტა დაძაბულობა აშშ-ის მიმართ საწინააღმდეგოდ განწყრობილი სასულიერო პირს მუყტადა სადრის მომხრეთა და აშშ-ის არმიას შორის.
XS
SM
MD
LG