Accessibility links

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ


ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს იერუსალიმში განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან მდინარე იორდანეს

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს იერუსალიმში განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან მდინარე იორდანეს
დასავლეთ ნაპირზე ებრაელი მოქალაქეების გადმოსახლების დასაფინანსებლად სახელმწიფო ათობით მილიონ დოლარს გაიღებს. ეს გეგმა ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ ეგრეთ წოდებულ "საგზაო რუქას", სამშვიდობო გეგმას, რომელიც ისრაელის დასახლებების მშენებლობების გაყინვას ითვალისწინებს.
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ღაზის სექტორში ერთი პალესტინელი დაიღუპა და ერთი მშვიდობიანი ებრაელი დაიჭრა.
ვითარება აქ მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ჰამასის ლიდერი აბდელ აზიზ რანტისი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG