Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქის მერის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა


დედაქალაქის მერის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ

დედაქალაქის მერის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ

ჭიაბერაშვილი დანიშნა.
სახელმწიფო კანცელარიაში ორშაბათს, პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჭიაბერაშვილიც ესწრებოდა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის ახალ მერს 6 თვეს აძლევს დედაქალაქში არსებული ძირითადი პრობლემების მოსაგვარებლად.
პრეზიდენტის თქმით, თბილისის ახალმა მერმა კორუფციას უპირობო ბრძოლა უნდა გამოუცხადოს, აღკვეთოს უკანონო მშენებლობები ქალაქში და დაიწყოს გზების მშენებლობა.
მანვე უნდა იზრუნოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და შემოიყვანოს ახალი ავტობუსები, რომლებიც სამარშრუტო ტაქსებზე გაცილებით იაფი უნდა იყოს.
,,ექვსი თვის თავზე დედაქალაქს ახალი მერის მუშაობის შედეგი უნდა დაეტყოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG