Accessibility links

logo-print

დედაქალაქის ყოფილი მერი ივანე ზოდელავა


დედაქალაქის ყოფილი მერი ივანე ზოდელავა პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

დედაქალაქის ყოფილი მერი ივანე ზოდელავა პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს ზოდელავამ განუცხადა, შესაძლოა, მან ჯერ მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი, რომელსაც აუცილებლად დააგვირგვინებს მერობით, როცა მერის თანამდებობა არჩევითი გახდება.
ზოდელავა სავარაუდოდ დიდუბის რაიონში იყრის მაჟორიტარად კენჭს, იმ შემთხვევაში, თუ რაიონის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი და შს მინისტრი გიორგი ბარამიძე არჩევანს მინისტრობის სასარგებლოდ გააკეთებს.
ზოდელავას განცხადებით, იგი აქტიურად იმუშავებს ყველა პარტიასთან და დარწმუნებულია, რომ თავის სიტყვას კიდევ იტყვის.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ივანე ზოდელავა თბილისის მერის თანამდებობიდან ორშაბათს გადააყენა და მის ნაცვლად ცსკ-ს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნა.
XS
SM
MD
LG