Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა გამოაცხადა, რომ აშშ მზად არის დატოვოს თავისი ჯარი - 135 ათასი სამხედრო ერაყში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა გამოაცხადა, რომ აშშ მზად არის დატოვოს თავისი ჯარი - 135 ათასი სამხედრო ერაყში
და თუ საჭირო გახდა, თუკი რეგიონის მთავარი სამხედრო მეთაური გენერალი ჯონ აბიზაიდი მოითხოვს. რამსფელდმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ამჟამად ასეთი გემა არ არსებობს. მისი თქმით, 20 ათასი ჯარისკაცი ერაყში დააყოვნეს დამატებით 90 დღით, რადგან ბრძოლები განახლდა. მისი თქმით, ვითარების განმუხტვის შემდეგ, ისინი შინ დაბრუნდებიან. ვაშინგტონში პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს კონგრესი იმაში, რომ აშშ-ის სამხედროებს შეუფერხებელი მოქმედების შესაძლებლობა უნდა შერჩეთ ერაყში ძალაუფლების მფლობელობის შეცვლის - 30 ივნისის შემდეგ. ბაღდადის იუწყებიან, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ ციხეზე ნაღმების დაშენის შედეგად იქ მყოფი 22 პატიმარი დაიღუპა, 92 დაშავდა.
აშშ-ის არმიის წარმომადგენლები განაგრძობენ ქალაქ ფალუჯას გარშემო ყოფნას, მას მერეც, რაც სუნიტებთან მათ გარიგება მოახერხეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მანამდე აპრილის დასაწყისიდან იქ მძაფრი ბრძოლები მიდიოდა. იუწყებიან, რომ ზავის შემდეგ ქალაქს დაუბრუნდა 50-მდე ოჯახი. ერაყში გაეროს წარგზავნილმა ლახდარ ბრაჰიმიმ განაცხადა, რომ ერაყის თაობეზე გაეროს ახალი რეზოლუციის მიღების შანსები ახლა ძალიან კარგია. გუშინ ჰონდურასმა მიიღო ესპანეთის მსგვასი გადაწყვეტილება, რომ გაიყვანოს თავისი ჯარი ერაყიდან, სანამ მის სამხედროებს იქ ყოფნის ვადა გაუვიდოდეთ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა სინანული გამოხატა ამასთან დაკავშირებით. თავიანთი კონტიგენტების შემადგენლობა ერაყში განაახლეს რუმინეთმა და ბულგარეთმა.
XS
SM
MD
LG