Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ამ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ამ ქვეყნის თემთა პალატაში გამოაცხადა, რომ ქვეყანაში მოეწყობა ევროპის კავშირის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ამ ქვეყნის თემთა პალატაში გამოაცხადა, რომ ქვეყანაში მოეწყობა ევროპის კავშირის
კონსტიტუციის თაობაზე რეფერენდუმი. დღემდე პრემიერი თვლიდა, რომ არ არის რეფერენდუმის მოწყობა აუცილებელი: [ბლერის ხმა] "ბრიტანელ ამომრჩევლებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თქვან საბოლოო სიტყვა რეფერენდუმზე, მაშინ ევროკავშირის კონსტიტუციის საკითხი ნათელი გახდება, მაშინ ყველა შეკითხვაზე მივიღებთ პასუხს, მაშინ შეისწავლიან კონტიტუციის ყველა საკითხს თემთა პალატაში და პარლამენტიც მიიღებს მას".
რეფერენდუმის მოწყობა გამოაცხადა დანიამ, ირლანდიამ და ლუქსემბურგმა. კონსტიტუციის პროექტის გარშემო ცხარე კამათია ევროპაში. მისი მიღებისთვის ყველა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს იგი. ევროკავშირს 1 მაისიდან 25 წევრი ეყოლება.
XS
SM
MD
LG