Accessibility links

logo-print

რას ელიან თბილისელები დედაქალაქის ახალი მერისგან


"სამართლიანი არჩევნების" ყოფილი დირექტორი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ახლა კი ქალქ თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი 31 წლისაა.

მას დედაქალაქის მართვაში 27 წლის პრემიერი ბიძინა ბრეგაძე დაეხმარება. რა იმედებს უკავშირებენ უბრალო თბილისელები ამ ახალგაზრდების დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლას და რის გაკეთებას მოელიან მათგან?

თავდაპირველად დედაქალაქის ახალგაზრდა მთავრობის შესახებ ახალგაზრდა თბილისელების აზრის გაგებას შევეცადე.

[ახალგაზრდა თბილისელების ხმა]

ახალგაზრდა თბილისელებისგან განსხვავებით, ახალი მერის დანიშვნის შესახებ კარგად იცოდნენ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, რომელთა მიერაც გამოთქმული მოთხოვნები ახალგაზრდების სურვილებს ემთხვევა.

[თბილისელების ხმა]

ხალხის სატკივრის გასაგებად თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი 20 აპრილს დედაქალაქის გარეუბნებს ესტუმრა.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა]

ზურაბ ჭიაბერაშვილს მერად დანიშვნისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დედაქალაქის ურთულესი პრობლემების მოგვარება დაავალა. ესენია: უსაშველოდ დანგრეული გზები, ასევე ძველი თბილისის ჩამონგრეული ფასადები, მიწისძვრით დაზარალებულთა პრობლემები, აფხაზეთიდან დევნილები, საქალაქო ტრანსპორტი, ბაზრობები და ასე შემდეგ. ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბებული და ფესვებგადგმული პრობლემების მოგვარების დასაწყებად პრეზიდენტმა დედაქალაქის მერს და პრემიერს 6 თვიანი ვადა მისცა. ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტის დავალების შესრულებას მერიის კორუმპირებულ კადრებთან ბრძოლით იწყებს. შეძლებს თუ არა ჭიაბერაშვილი 6 თვეში დედაქალაქის ცენტრის იერ-სახე მაინც შეცვალოს? - ამ კითხვით ისევ უბრალო თბილისელებს მივმართე.

[თბილისელების ხმა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG