Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა დღეს ბაქოში განაცხადა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების დასამყარებლად

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა დღეს ბაქოში განაცხადა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების დასამყარებლად

აზერბაიჯანმა წინსვლა უნდა მოახდინოს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით.
ბაქოში მიმდინარე ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ფიშერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია მზადაა გააორმაგოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი კონფლიქტის მოსაგვარებელი ძალისხმევა. აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ 22 აპრილს ფიშერი საქართველოს ესტუმრება.
როგორც "პრაიმ ნიუსს" საქართველოში გერმანიის საელჩოში აცნობეს, იოშკა ფიშერი ვიზიტისას შეხვდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს.
23 აპრილს დილით თავის ქართველ კოლეგასთან ერთად გახსნის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გერმანიის ელჩების კონფერენცია, რომელიც თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება.
XS
SM
MD
LG