Accessibility links

logo-print

აჭარაში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადა


აჭარაში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადა ოთხშაბათს კიდევ 16 ოფიცერმა დატოვა, მათ დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს

აჭარაში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადა ოთხშაბათს კიდევ 16 ოფიცერმა დატოვა, მათ დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს
ბრიგადის ყოფილ მეთაურ რომან დუმბაძეს და თბილისში ოპოზიციური მოძრაობა "ჩვენი აჭარას" ოფისში ჩამოვიდნენ.
როგორც ჟურნალისტებს ოფიცრებმა განუცხადეს, ისინი ექვემდებარებიან მხოლოდ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს და ემორჩილებიან უმაღლეს მთავარსარდალს - საქართველოს პრეზიდენტს.
მათივე განცხადებით, ბრიგადას უახლოეს ხანში ჯარისკაცებიც დატოვებენ და სახლებში წავლენ.
დუმბაძის პოზიციის გამო, სამშაბათს ბრიგადა 17-მა ოფიცერმა დატოვა.
რაც შეეხება ოფიცერთა იმ ნაწილს, რომლებიც ამჟამად ისევ აჭარაში იმყოფებიან, ისინი არ ემორჩილებიან გენერალ დუმბაძეს და ბრიგადაში მხოლოდ იქ არსებული ტექნიკის ყურადღების მისაქცევად არიან დარჩენილნი, აცხადებენ თბილისში ჩამოსული ოფიცრები.
დღეიდან პრეზიდენტის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროს 25- ბრიგადის დისლოკაციის ადგილი თბილისში იქნება.
XS
SM
MD
LG