Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსელი ბერძნების ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური


კვიპროსელი ბერძნების ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტია კვიპროსის გაერთიანების საკითხზე გაეროს გეგმის წინააღმდეგია,

კვიპროსელი ბერძნების ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტია კვიპროსის გაერთიანების საკითხზე გაეროს გეგმის წინააღმდეგია,
რახან ეს გეგმა უშიშროების გარანტიებს არ ითვალისწინებს. ლაპარაკია კვიპროსის კომუნისტურ პარტიაზე, რომლის განმარტებით, მისთვის გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის მიერ წარდგენილი გეგმა მიუღებელია იმის გამო, რომ არ ეხება კვიპროსზე თურქეთის ჯარების ყოფნის საკითხს. კვიპროსს შეეხო დღეს საუბარი პრაღაშიც. აქ ვიზიტად მყოფმა ბერტი აჰერნმა - ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, რომლის მთავრობა ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა - აღნიშნა, რომ ევროკავშირი კოფი ანანის გეგმას კვიპროსის გაერთიანების საუკეთესო გზად მიიჩნევს. გუშინ კი რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას, რომლის მიზანი იყო ბერძენი და თურქი კვიპროსელების წაქეზება, მხარი დაუჭირონ გაეროს სამშვიდობო გეგმას. შაბათს კვიპროსში გაიმართება რეფერენდუმი ამ გეგმის თაობაზე.
XS
SM
MD
LG