Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმანური ქვეყნების წარმომადგენლებმა მალაიზიაში გამართულ


მუსლიმანური ქვეყნების წარმომადგენლებმა მალაიზიაში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს მოუწოდეს,

მუსლიმანური ქვეყნების წარმომადგენლებმა მალაიზიაში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს მოუწოდეს,
ხელი აიღოს პალესტინელების ტერიტორიებთან დაკავშირებით ისრაელის ბოლო გეგმის მხარდაჭერაზე. მათვე მოითხოვეს, რომ გაერომ შეასრულოს წამყვანი როლი ერაყში. ორგანიზაცია "ისლამური კონფერენციის" დელეგატებმა საგანგებოდ მოწვეულ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ისრაელის გეგმა, ცალმხრივი წესით გავიდეს ღაზის სექტორიდან, ხოლო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების ნაწილი დატოვოს, ავნებს სამშვიდობო პროცესს ახლო აღმოსავლეთში. ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებს მიმართეს განცხადებით, ხელი აიღოს ამ გეგმის მხარდაჭერაზე და მოითხოვეს რეგიონში გაეროს სამშვიდობო ჯარების განთავსება. ცალკე განცხადებაში გაეროს მიმართეს თხოვნით, წამყვანი როლი იკისროს ერაყში სტაბილურობისა და უშიშროების უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG