Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ


საქართველოს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ბოლოს მოუღებს აჭარაში "კრიმინალური კლანის" მმართველობას.

საქართველოს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ბოლოს მოუღებს აჭარაში "კრიმინალური კლანის" მმართველობას.
მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა საქართველოს ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე გამოსვლისას. მან ქვეყნის წინაშე მდგომ მთავარ ამოცანად დაასახელა აჭარის მმართველობის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლზე დაქვემდებარება. მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, ხალხი აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობისაგან უნდა "გათავისუფლდეს". დღესვე ბათუმიდან გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე რეგიონის უშიშროების სამინისტროს აუქმებს და ანტინარკოტიკულ და ანტიტერორისტულ ცენტრებს ქმნის.
XS
SM
MD
LG