Accessibility links

logo-print

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა ქვეყნის


დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა ქვეყნის ახალი, 2004-2008 წლების პარლამენტის პირველი სხდომა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა ქვეყნის ახალი, 2004-2008 წლების პარლამენტის პირველი სხდომა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ახალი აღორძინების, აღმშენებლობის ხანა იწყება. მან გამოსვლის ბოლოს შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: [იხ. აუდიოვერსია] დღესვე საქართველოს პარლამენტმა 235-ადგილიანი საკანონმდებლო ორგანოს 217 დეპუტატის უფლებამოსილება სცნო. მისივე გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წელს არჩეული 11 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხი უნდა განიხილონ შესაბამისმა კომიტეტეტბმა და თავიანთი გადაწყვეტილების პროექტი პარლამენტს წარუდგინონ. კიდევ რამდენიმე დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ მათ მიერ ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს.
XS
SM
MD
LG