Accessibility links

logo-print

ხუთშაბათს საქართველოს ეწვია გერმანიის საგარეო


ხუთშაბათს საქართველოს ეწვია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი.

ხუთშაბათს საქართველოს ეწვია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი.
მანამდე ის სომხეთში სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს შეხვდა და მის ქვეყანასა და აზერბაიჯანს მოუწოდა, მოაგვარონ უთანხმოება მთიანი ყარაბაღის გარშემო. ფიშერის თქმით, ეს ხელს შეუწყობდა სტაბილიზაციას მთელს კავკასიაში. საქართველოში ვიზიტისას იოშკა ფიშერმა აღნიშნა: [იოშკა ფიშერის ხმა] "საქართველო გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ტრადიციულად კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს. სამხრეთი კავკასია მნიშვნელოვანი რეგიონია და საქართველო აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ურთიერთობა ევროკავშირთან სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება". გუშინ იოშკა ფიშერი ბაქოს ეწვია.
XS
SM
MD
LG