Accessibility links

logo-print

ევროკომისიის პრეზიდენტ რომანო პროდის განცხადებით


ევროკომისიის პრეზიდენტ რომანო პროდის განცხადებით, ევროკავშირს სურს, გაუღოს თავისი ბაზარი რუსეთის ენერგოკომპანიებს.

ევროკომისიის პრეზიდენტ რომანო პროდის განცხადებით, ევროკავშირს სურს, გაუღოს თავისი ბაზარი რუსეთის ენერგოკომპანიებს.
ამ საკითხზე პროდიმ მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი პრეს-კონფრენეციაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებაში წინსვლას მიაღწიეს რუსეთსა და კალინინგრადის რაიონს შორის ტვირთის გადაზიდვის საკითხზე. კალინინგრადი ევროკავშირის ქვეყნებით გარშემორტმული აღმოჩნდება, როცა მომავალ კვირაში ევროკავშირში ლიტვა და პოლონეთი გაწევრიანდებიან. ასევე პუტინის თქმით, კალინინგრადის საკითხში ზოგი დეტალი კიდევ შესათანხმებელია.
XS
SM
MD
LG